Sunday, June 1, 2014

ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

  ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ. დღესაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ვისწავლეთ საქაღალდის  ატვირთვა და მისი ბლოგზე გამოქვეყნება და გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტები. ასევე ვისწავლეთ საქაღალდეში ცვლილებების განხორციელება. განსაკუთრებით მომეწონა 101widgest.com საიტი, ვეცადე პროექტის შესაფერისი საათი და კალენდარი მომეძებნა. მომავალ შაბათს პრეზენტაციაა. ვაშაააა!!!   

Saturday, May 31, 2014

მეშვიდე დღე

  დღეს ბევრ საინტერესო მასალას გავეცანით. თავიდან გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, გავაკეთეთ მათი კომენტარები. გავეცანით სახელმძღვანელოში მეექვსე მოდულს, მოვამზადეთ მოსწავლეთათვის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ სამუშაო გეგმაში დიფერენციაციაზე, გავეცანით ict.tpdc.ge საიტს, ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის დამატება. ძალიან საინტერესო დ სახალისო იყო.

Monday, May 26, 2014

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


მეექვსე დღე

       ძალიან საინტერესო დღე იყო. მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და პრეზენტაციის შეფასების სქემა.  მე სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიაზე ვიმუშავე,    შეფასების რუბრიკაც საკმაოდ დატვირთული მაქვს, მაქსიმალური ქულა 33 გამომივიდა.  ახლა ეს უნდა გადავგზავნო ჩემს "Draiv-"ში. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს.

Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე

 ძალიან ბევრი სამუშაო იყო დღეისთვის, ჩამოთვლაც კი გამიჭირდება: გავეცანით ინტერნეტკავშირებს, საავტორო უფლებებს და მის პრეზენტაციას;  გადმოვწერეთ ლიტერატურის მარტივი შაბლონი. განსაკუთრებით მომეწონა პრეზენტაციის  google-ში ატვირთვა  და მულტიმედიისა და რესურსების განთავსება ბლოგზე.  ასევე საინტერესო იყო ინფორმაციული ელემენტების ბლოგზე განთავსება, დიზაინის ცვლა. დავალებაც ძალიან შრომატევადია: კომენტარები რეფლექსიასა და პრეზენტაციაზე. რა კარგია 26-მდე ვისვენებთ!!!

პრეზენტაცია


Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღე

    დღეს ძალიან ვიხალისე პრეზენტაციის მომზადებაზე, მანამდე ვიმუშავეთ შეფასების მიზანსა და შეფასების დროის ჩარჩოზე. გავიგეთ, რომ შეფასების ხუთი მიზნიდან ოთხი განმავითარებელია, მეხუთე კი განმსაზღვრელი და ნაწილდება სამ ეტაპად: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.მოვამზადეთ შეფასების დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მომეწონა პრეზენტაციის სლაიდებზე მუშაობა. ბევრი ვარჩიე, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ფონისთვის არ შემირჩევია.

Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

დღესაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გავეცანით ინტელის მეორე მოდულს. შევიტანეთ პროექტში ესგ-ით გათვალისწინებული სტანდარტები და ინდიკატორები, გავეცანით
პროექტის მიზანსა ამოცანებზე მუშაობის წესებს, დავამუშავეთ ბლუმის ახალი ტაქსონომია, 21 ს-ის ლექსიკა, რომელიც პროექტზე მუშაობისას დაგვჭირდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. გეგმაში უკვე კითხვებიც შევიტანეთ. იმედია,  მომდევნო დღეებიც ასეთივე საინტერესო იქნება. 

Sunday, April 27, 2014

მეორე დღე



    დღეს ბევრად უფრო საინტერესო სამუშაო გვქონდა. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები პროექტებთან დაკავშირებით. შემდეგ  შევავსეთ პროექტის გეგმა და ვისწავლეთ ერთმანეთის რეფლექსიაზე კომენტარების გაკეთება. განსაკუთრებით მომეწონა მ. მენაბდიშვილის, მ. ქონიაშვილის, ნ ბერიძისა და მ. მჭედლიშვილის იდეები. მ. მენაბდიშ ვილის იდეის მსგავსი პროექტი რამდენიმე წლის წინ გავაკეთე თავად ( რასაკვირველია, არა ამ სახით).  ძალიან მომეწონა მშობელთა  ბროშურებზე მუშაობა. ვისწავლე საქაღალდის დაარქივება და ელფოსტაში შენახვა. დავალებაც საინტერესოა. გარდა თეორიული მასალისა, პრაქტიკული სამუშაოც გვაქვს. ახლა, ალბათ, სხვებს გავუკეთებ კომენტარს. ამით სახელმძღვანელოს პირველი მოდული ა მ ო ვ წ უ რ ე თ!!!

Saturday, April 26, 2014

პირველი დღე

  ძალიან მაინტერესებდა რას ნიშნავდა პროექტებით სწავლება რას ნიშნავდა. მომეწონა პირველ რიგში ის, რომ არ მჭირდება სახელმძღვანელოში ქექვა და ინტერენეტის საშუალებით გამიადვილდა მასალაზე მუშაობა. საინტერესო იყო რუბრიკა "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები," მომეწონა პორტფოლიოს ჩეკლისტი. ვფიქრობ, რომ მისი გამოყენება გამომადგება არა მარტო პროექტზე, არამედ პრეზენტაციაზე მუშაობის დროსაც. შეიძლება, უფრო კარგად რომ გავეცნობი, სხვა დანიშნულებითაც გამოვიყენებ. ასევე საინტერესო იყო დანარჩენი საკითხებიც. იმედია მათაც წარმატებით გამოვიყენებ.