დღეს ძალიან ვიხალისე პრეზენტაციის მომზადებაზე, მანამდე ვიმუშავეთ შეფასების მიზანსა და შეფასების დროის ჩარჩოზე. გავიგეთ, რომ შეფასების ხუთი მიზნიდან ოთხი განმავითარებელია, მეხუთე კი განმსაზღვრელი და ნაწილდება სამ ეტაპად: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.მოვამზადეთ შეფასების დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მომეწონა პრეზენტაციის სლაიდებზე მუშაობა. ბევრი ვარჩიე, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ფონისთვის არ შემირჩევია.
ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე.სლაიდების გაკეთება და ბლოგზე ფონის შეცვლა.
ReplyDeleteდავიღალე და მიჭირს კომენტარის დაწერა.მიხარია, ერთმანეთის გვერდით რომ ვსხედვართ, თითქოს რაღაცით მეხმარები. მგონი, მასალაც ერთნაირად აღვიქვით.საინტერესო დღე იყო.
ReplyDeleteნანა, ვხედავ რომ ტრენინგმა ძალიან დაგაინტერესა, მიხარია გისურვებ წარმატებებს
ReplyDeleteკარგია, რომ ხალისობ . იმედია პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებ.
ReplyDelete